ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს სტაჟირების კონკურსს სამი მიმართულებით. სტაჟირების მიზანია ხელი შეუწყოს ინსტიტუტის საქმიანობაში სტუდენტების მონაწილეობას.
სავალდებულო მოთხოვნა: იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტი
სტაჟირება საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში
- სტაჟირების ხელმძღვანელი: ირინე ქურდაძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი
- მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 2
- სტაჟირების ხელმძღვანელი: დავით პატარაია სამართლის დოქტორი, პროფესორი
- მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 1
სტაჟირება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით
- სტაჟირების ხელმძღვანელი: კონსტანტინე კორკელია, სამართლის დოქტორი, პროფესორი
- მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 2
- სავალდებულო მოთხოვნა: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საბაზისო დონეზე ცოდნა
სტაჟირება საერთაშორისო საზღვაო სამართლის მიმართულებით
- სტაჟირების ხელმძღვანელი: ეკა სირაძე, სამართლის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
- მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა: 1
- სავალდებულო მოთხოვნა: საერთაშორისო საზღვაო სამართლის საბაზისო დონეზე ცოდნა
- სტაჟირების გავლის ადგილი: თსუ, მე-2 კორპუსი
- სტაჟიორის ფუნქციები: განისაზღვრება საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის საქმიანობისა და ხელმძღვანელის მოთხოვნების შესაბამისად
- სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
- სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი
დაინტერესებულმა პირებმა სარეგისტრაციოდ უნდა წარმოადგინონ:
- CV (ბიოგრაფიული რეზიუმე)
- სამოტივაციო წერილი 1 გვერდამდე
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
- შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
- კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: ili@tsu.ge
გისურვებთ წარმატებებს!